-
ავტორი
- კატეგორიები: ფსიქოლოგი ასოცირებული პროფესორი დოქტორი
მესტვირიშვილი მაია ალექსის ასული (05.V.1973, თბილისი), ფსიქოლოგი. თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი (1995) და ასპირანტურა (2003). მიენიჭა ფსიქოლ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (2004), დაიცვა დისერტაცია თემაზე „კრიზისული სიტუაციის დაძლევის სტრატეგიები და მათი ცვლილების შესაძლებლობები“. იყო თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2016-2020). მ. მ.-ს მიღებული აქვს არაერთი აკად. და კვლევითი სტიპენდია მსოფლიოს წამყვან უნ-ტებში, მათ შორის: კოლუმბიის, ბერკლის, ნიუ-იორკის, მიჩიგანისა და ჩატანუგას უნ-ტებში (აშშ), ლუვენის უნ-ტში (ბელგია), ფრიბურგის უნ-ტში (შვეიცარია) და პორტუს უნ-ტში (პორტუგალია)(2016-2020). არის შემდეგი ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. გრანტების ავტორი და წამყვანი მკვლევარი: პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2007); შვედეთის სამეცნ. აკად. ქსელის (ASCN) კვლევითი გრანტი (2011); ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინ-ტის (NUPI) კვლევითი გრანტი (2014); სადოქტორო პროგრამის განვითარების გრანტი რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2016), ფუნდამენტური კვლევების გრანტი შ. რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი (2022, 2024). ამასთანავე მ. მ. არაერთი საერთაშ. სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის:„Attitudinal Modalities of Citizenship Representation Styles in Georgia“ (Journal of Eurasian Studies, 10(2), 2019); „Does Perfectionism Lead to Well-Being? The Role of Flow and Personality Traits“ (Europe’s Journal of Psychology, 17(2), 2021); „Examining Adult’s Identity Statuses: Adaptive vs. Maladaptive Dimension“ (Problems of Psychology in the 21st Century, 8(2), 2014); „What Shapes High Acceptance – Moral Orientation and Psychological Flexibility“ (Georgian Psychological Journal, 1, 2022); „Unveiling the Self-Presentation Tactics on Facebook: The Role of Personality Traits“ (Georgian Psychological Journal, 2023); „Personality Traits, Emotional Competencies and Rumination: Measuring Individual and Joint Effect on Psychological Well-Being“ (Psychological Reports, 2026). მიღებული აქვს საუკეთესო ლექტორის ჯილდო (თსუ-ის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტი, 2015) და თსუ-ის მედალი - გამორჩეული პედ. და სამეცნ. მოღვაწეობისათვის (2022).